Monday, November 8, 2010

100 (და ცოტა მეტი)

კვირის პალიტრის 8-14 ნოემბრის გამოცემაში გადავაწყდი პროექტს "სანამ ცოცხალი ხარ"!
ლოგიკური კითხვა რა არის ეს ?! მეც გამიჩნდა და აი თურმე რის გაკეთებას გვირჩევს კვირის პალიტრა სანამ ცოცხლები ვართ:



"100-ზე მეტი  დაწინაურებული წიგნის სია... არჩევანი შენ!" 

გაზეთი გვაწვდის გამოკითხვების შედეგად შერჩეულ 100 (და ცოტა მეტი) წიგნის სიას , რომელიც ნებისმიერ მოკვდავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული თუ სურს (ან ამბიცია აქვს) რომ იყოს ცოტა ოდენ მაინც განსწავლული ან/და ლიტერატურას ნაზიარები!

სია მოიცავს თითქმის ყველა საინტერესო ავტორს რაც  ახსოვს მსოფლიო ლიტერატურას, თუმცა ბევრი გამოტოვებულია. ამაზე რედაქტორი (სტატიის ავტორი) ამბობს რომ შეუძლებელია მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარი საგანძური ასახული იყოს 50 თუ 100 წიგნში. (რა თქმა უნდა ეს მართალია)

საინტერესო ფაქტია ის რომ ამ სიაში მოცემული წიგებიდან 50-ის დაბეჭდვას (რომლებიც ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს) ითავებს გამომცამლობა და ჰოი ერო! აი დადგა დიადი დღე, როდესაც ამ საგანძურის შეძენა 7 ან 10 ლარად შეგეძლება!

იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში (რაც მე უკვე გავაკეთე და მჯერა რაღაც წვლილი შევიტანე საზოგადოების განვითარებაში), უნდა შეიძინოთ კვირის პალიტრა, ამოჭრათ გვ.27 დან ბლანკი და შეავსოთ. ან უფრო მარტივად შეხვიდეთ ამ ვებ-გვერდზე:   http://50.kvirispalitra.ge/

მე ძალიან მოხარული ვარ ამ პროექტის არსებობით. გადავხედე რა მოცემულ სიას, ბედნიერი ვიყავი რომ დედას ამ 100 (და ცოტა მეტი) წიგნიდან 92 წაკითხული ჰქონდა ხოლო მე.... მე საიდუმლოდ დავტოვებ ამ ინფორმაციას....

P.S. არ დავიზარე და ავკრიფე 100 (და ცოტა მეტი) წიგნის სია, ავტვირთე ამ ლინკზე 
აბა თქვენ იცით, დამიფასეთ შრომა და მიეცით ხმა თქვენ საყვარელ წიგნს! ან წიგნს რომელიც გინდათ რომ 7 ლარად შეიძინოთ!

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. იმდენჯერ ამერია სათვალავი რომ თავიდან ვეღარ დავითვლი. სადღაც 50-54 -ის ფარგლებში ვმერყეობ. არ ვთვლი ნახევრად წაკითხულ წიგნებს. ეს სია ხალხში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შედგა? ეტყობა:D დიუმა ჰყვარებია ვიღაცას ძალიან. ნუ, ”ანტონ” ბერჯესი შედევრია.

    ReplyDelete
  3. კი ხალხის შედგენილია....
    ანტონ :):) :) ეს ჩემი შეცდომაა! რომ დავაფიქსირე უკვე ატვირთული მქონდა ფაილი და მართლა ძალიან დამეზარე გადაკეთება! :)

    ReplyDelete