Friday, January 14, 2011

ლიტერატურული კუთხე... სად წავიკითხოთ?

ბათუმი, აჭარა
ძალიან მიყვარს მყუდრო, თბილ ადგილას წიგნის კითხვა. ცოტა უცნაურია მაგრამ ყველაზე "გემრიელად" წიგნს ზამთარში ვკითხულობ, ანუ როცა გარეთ ცივა და მე თბილ ადგილას ვარ წიგნით ხელში და ნელ ნელა ვწრუპავ ღვნოს ან ჩაის.

 ასევე ძალიან მიყვარს წიგნის სუნი. ამიტომ ახალ წიგნს როცა ვყიდულობ ჩუმად ვყნოსავ ხომე მაღაზიაში, ისე  რომ არავინ შეამჩნიოს. თუ ჩემი ინტერესი და წიგნის სუნი ერთმანეთს ემთხვევა, ჩათვალეთ რომ წიგნი ნაყიდია.

ჩემი ოთახი არის ის ადგილი სადაც ყველაზე ხშირად მოვკალათდები ხოლმე წიგნის წასაკითხად. ხანდახან  მინდება წასაკითხად გარეთ გასვლა. (ძირითადად მაშინ როდესაც დედა ალაგებს სახლს- მკლავს მტვერსასრუტის გულისგამაწვრილებელი ხმა! ან სტუმრები გვყავს, რომლებიც მე დიდად გულზე არ მეხატება და კიდევ სხვა ბევრი მიზეზი).

კითხვა: სად წავიკითხო წიგნი მშვიდათ ისე რომ 14 წლის გოგოების წიკვინმა, ძველი ბიჭების გინებამ, უზომოდ ხმამაღლა ჩართულმა უგემოვნო მუსიკამ, უზრდელმა ოფიციანტმა რომელიც ზიზღით შემომხედავს როცა მე ერთ ფინჯან ჩაის შევუკვეთავ და მეტს არაფერს, არ შემაწუხონ?

პასუხი: ასეთი ადგილი თბილისში მგონი აღარ არის.

ადრე, ალბათ ერთი წლის წინ, "ლიტერატურული კაფე" სავსებით შესაფერისი ადგილი იყო ჩემი მცირე ოცნების ასახდენად. ჩემთვის დავჯდებოდი, შევჭამდი ცხელ-ცხელ ლობიანს, დავლევდი ჩაის და ვიჯექი ჩემთვის ჩემ "სურნელოვან" წიგნთან ერთად.
ახლა აქ ამის გაკეთება შეუძლებელია. იშვიათად ისიც დღის პირველ ნახევარში თუ მოვახერხებ შევიპარო და გემრიელად მოვკალათდე, ამ დროს აქ ცოტა ხალხია და თუ სთხოვ მუსიკასაც დაუწევენ...  აი საღამო რომ დადგება მერე იწყება "ზეიმი". უამრავი ხალხი, 10 გოგო ერთ მაგიდასთან, რომლებიც 3 საათით ადრე მოვიდნენ ფილმის დაწყებამდე რომ ჭორაობა მოასწრონ და მრავალი ასეთი "ეგზემპლარი"

სურათი რომელიც ამ პოსტის თავში დავდე გადაღებულია ბათუმში,ერთ-ერთ რიგით, პატარა კაფეში. შობას ბათუმში შევხვდი მეგობრის სახლში და მეორე დღეს ამ მყუდრო ადგილას მოვედით. მართალია საღამო იყო, ჩევნ ლუდს ვსვამდით და საერთოდ ვის ახსოვდა წიგნები? მაგრამ კაფეს ვიტრინამ, რომელის წიგნებით იყო "გაფორმებული", ჩვენი ყურადღება მიიქცია.

ფაქტიურად მთელი საღამო წიგნით ხელში გავატარე, ბედად ვიპოვნეთ წიგნი რომელიც დედამიწაზე ყველაზე ცნობილ 100 საყვარელზე, 100 ცნობილ ქალზე, 100 მოვლენაზე იყო...

მოკლედ იმ საღამოს გადავწყვიტე რომ ოდესმე გავხსნი ლიტერატურულ "სახლუკას", სადაც მოვა ხალხი ვისაც უნდა უბრალოდ კითხვა და სითბო ცივ ზამთარში, ცხელი ჩაი და მშვიდი მუსიკა, მოხერხებული სავარძელი და გემრიელი ყავა...

ჩემი ოცნების ლიტერეტურულ სახლუკაზე სხვა პოსტში დავწერ რომ უფრო ვრცლად მოვახდინო ყველაფრის აღწერა.... მანამდე მოვკალათდეთ ჩვენ კუთხეში და ვიკითხოთ!

Thursday, January 13, 2011

14 Actors Acting (C) New York Times Production


მოხიბლული ვარ "ნიუ იორკ თაიმსის" ამ პროექტით და მინდა გაგიზიაროთ. 
14 გამორჩეული მსახიობის მიერ შესრულებული მოკლემეტრაჟიანი დადგმები. 
თითქმის ყველა არაჩვეულბრივია რამდენიმე გამონაკლისის გარდა (აქ ვგულისხმობ ძირითადად ჯენიფერ ლოურენსს)

Solve Sundsbo-ს რეჟისურა და Owen Pallett–ის მუსიკა. პროექტში მონაწილე მსახიობების სიაში შედიან შემდეგი გამორჩეული ვარსკვლავები: მაიკლ დუგლასი, ნატალი პორტმანი, ხავიერ ბარდემი, ჯესი ეისენბერგი, ლესლი მენვილი, ვინსენტ კასელი, ტილდა სვინტონი, ქლოი მორტეზი, Noomi Rapace, ენტონი მაკი, რობერტ დუვალი, ჯეიმს ფრანკო, მეტ დეიმონი და ჯენიფერ ლოურენსი.


Javier Bardem 

Chloë Moretz

Natalie Portman

Tilda Swinton

Vincent Cassel

ჩემი სუბიექტური აზრით კი ჯეიმს ფრანკო და ტილდა სვინტონის შესრულება გამორჩეული და უბადლოა.

თქვენი თვალით იხილეთ: 

ყველა ვიდეო:  NYT 14 actors acting