Monday, November 8, 2010

Jazz's young style God




ჩემი ახალი გატაცება და უდავო ფავორიტი კრისტიან სკოტია. ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც თავისი მუსიკით, შესრულების სტილით და ჩაცმულობით ისეთი განსხვავებული და ორიგინალურია რომ ჯაზის მოყვარულს კი არა ნებისმიერი მუსიკით ოდნავ მაინც დაინტერესებულ ადამიანის ყურადღებას მიიქცევს. 

ჩემ განსაკუთრებულ სიყვარულს ნიუ ორლეანელი მუსიკოსის და მისი აგრესიულად ენერგიული ბენდის ბოლო ალბომი Yesterday You Said Tomorrow იმსახურებს. სიმართლე რომ გითხრათ ამის მიზეზი ახლახანს დასრულებული, 2010 წლის თბილისის ჯაზის ფესტივალი გახდა, სადაც ახალი ალბომიდან რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა ამ საოცარმა ადამიანმა. 

ერთ საათიანი გამოსვლა საკმაოდ ეფექტური იყო და კრისტიან სკოტის კვინტეტი აჟიტირებულმა "ფანებმა" ორჯერ გამოიძახეს სცენაზე. პირველი გამოძახება წარმატებული აღმოჩდნდა, მეორედ ბენდი უკვე აღად დაუბრუნდა სცენას. მაგრამ ბოლოს დარბაზში დარჩენილმა რამდენიმე მსმენელებმა მაინც მოვახერხეთ ავტოგრაფის მოპოვება. 

ვისაც უფრო მეტად გაგვიმართლა საღამოს მოწყობილ წვეულებაზე, რამდენიმე ფოტოც გადავიღეთ ბენდის წევრებთან, ომარი-ს ენერგიული მუსიკის თანხლებით. "Jazz's young style God"- როგოც მას ჟურნალი JazzTimes მოიხსენებს, საკმაოდ თავმდაბალი აღმოჩნდა და სიამოვნებით იღებდა ფოტოებს ქართველ მსმენელებთან ერთად.

თუ უფრო მეტად დაინტერესდებით კრისტიან სკოტის პიროვნებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს სტატია http://www.jazzreview.com/article/review-4755.html ,  მისი შემოქმედებით დასატკბობად  კი ბოლო ალბომის შეძენაც საკმარისია.


წასვლის წინ გიტოვებთ ამ გასაოცარ კომპოზიციას რომელიც ჩემ "ფლეი ლისტში" პირველ ადგილზეა. ტომ იორკის-The Eraser - კრისტიან სკოტის საყვირის ენით. 



Me and Christian Scott

No comments:

Post a Comment